აშშ-ში ჩემპიონატზე თელავში მცხოვრებმა პარამსროლელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
აშშ-ში, ფორ ბენინგში მიმდინარე აშშ-ის თოფის და პისტოლეტის სროლის ნაციონალურ ჩემპიონატზე, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე თელავში მცხოვრებმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, თოფით პარა სროლის R4 კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ჩემპიონატში 8 ქვეყნის 14 უძლიერესი პარამსროლელი მონაწილეობდა.
ვლადიმერ ჭინჭარაული თოფით R5 კატეგორიაში გამოვა.