ვინ არის პოლიციელი, რომელიც გუშინდელ აქციაზე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა
გუშინ თბილისში მიმდინარე აქციაზე, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, 240-მდე ადამიანია დაშავებული.
მოქალაქეების თქმით, რამდენიმე პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ხალხს რეზინის ტყვიებს.
ინტერნეტში ვრცელდება ერთ-ერთი პოლიციის ფოტოები, რომელიც როგორც მოქალაქეები ამბობენ, დამიზნებით ესროდა მომიტინგეებს.
,,ზაზა ფანცქალაშვილი, ჩვენი, თელაველების სირცხვილი, ,,კაცი” რომელიც დამიზნებით ესროდა ხალხს”,– წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი.