კახეთში წელს საგზაო ინფრასტრქუტურის მოწყობაზე 132 მილიონი ლარი დაიხარჯება
„კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და იმისთვის, რომ ის სრულად გამოვიყენოთ, საჭიროა ამ შესაძლებლობების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა”,- განაცხადა კახეთში საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, სწრაფი კავშირი რეგიონებს შორის და მთლიანად საქართველოსთან, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრქუტურასთან, მნიშვნელოვანია საწარმოო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტისთვის.
მისივე თქმით, წელს დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება ქვეყნის ინფრასტრქუტურაში და აქედან დიდი ნაწილი საგზაო პროექტებს მოხმარდება.
„კახეთში წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 132 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრქუტურის მოწყობა. მათ შორისაა, თიანეთი-ახმეტის დამაკავშრებელი გზა, რომლის დასრულების შემდეგ 110 კმ-იანი მონაკვეთის გავლის ნაცვლად, ჩვენ შევძლებთ 28კმ-იანი გზით დავაკავშიროთ ეს ორი რეგიონი, რაც ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ნიშნავს.
ასევე, მიმდინარეობს გურჯაანის შემოვლითი ახალი 16კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, 2020 წელს კი ვიწყებთ ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას.
წელს დარსულდება თბილისი-ბაკურციხის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პროექტირება, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 მილიარდი ლარია, რაზეც უკვე ინტენსიური მოლაპარაკების ფაზაში ვართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონში დაახლოებით 40 მლნ ლარის ღირებულების 117 კმ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უკვე გაფორმებულია კონტრაქტი და თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.