ფშაველი-აბანო-ომალის გზის 56-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაების შედეგად წყლის დონემ დაიწია და ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.
უწყების ინფორმაციითვე, პარალელურ რეჟიმში გრძელდება სტიქიური მოვლენებით წარმოშობილი ტბის წყლის დონის დაკლებისა და გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.