დედოფლისწყაროში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით კიდევ სამი პროექტი განხორციელდება

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კიდევ სამი პროექტი განხორციელდება.

საკითხს კენჭი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

“სოფელ ზემო ქედში , ე. წ. გერმანელების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციას განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 326 574 ლარს შეადგენს. სოფელ ზემო მაჩხაანში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასთან და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რომლისთვისაც 461 188 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, რეგფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშენდება, რისთვისაც 293 378 ლარი დაიხარჯება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხები აისახა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *