თელავის 6 სოფელში ამბულატორიის შენობების რეაბილიტაცია განხორციელდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აკურაში, თეთრიწყლებში, კისისხევში, ფშაველში, ნაფარეულსა და ლაფანყურში ამბულატორიის შენობების რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება, თელავის საკრებულომ მოიწონა. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, ჯამში, 156 000 ლარი დაიხარჯება.
„საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მოიწონა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განასხაორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც სოფლებში ამბულატორიის შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.