გურჯაანში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მედია ცენტრი კახეთი” და გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლის პედაგოგის, ლეილა ქვლივიძეს ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, სადაც 5 ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, სურსათი, წიგნები, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.