ქერიმ მაჩალიკაშვილმა კიევის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პანკისის ხეობაში მცხოვრები ქერიმ მაჩალიკაშვილი კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ის 63 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მაჩალიკაშვილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების წევრია.
ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, გელა ბოლქვაძემ, რომელიც 77 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, უკრაინის წარმომადგენელი ნურალიევი ანგარიშით 9-0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა გურამ ხეცურიანმა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ტრამვის გამო ასპარეზობა ვეღარ შეძლო.
უკრაინის დედაქალაქ კიევში „სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა ხსოვნის“ რიგით 23-ე საერთაშორისო ტურნირი 10 მაისს დაიწყო.
ნიკოლოზ ესიტაშვილი