გურჯაანში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
ქ. გურჯაანში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.
კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინებით შეამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს, რის შემდეგაც ვეტერანებთან ერთად ყვავილებით შეიმკობა დიდების მემორიალზე მარადისობის კედელი.
,,13:30 საათიდან ღონისძიებები დაიწყება სოფელ კარდენახში. შინ მოუსვლელთა პარკში გაიმართება დოღი, რის შემდეგაც ყვავილებით შეამკობენ პარკში მდებარე შინ მოუსვლელთა ძეგლს.
14:15 საათზე, ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 6 ვეტერანს, საჩუქრად 300 ლარს გადასცემს”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.