ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა.
დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც როგორც უშუალოდ ომის ვეტერანები, ისე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ.
ვაკის პარკში საზოგადოების წარმომადგენლებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. ადგილზე დილიდანვე ელოდებიან ხელისუფლების პირველი პირების მისვლას.
ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა გამოსცა.
ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 600 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფულად დახმარებას გასცემს საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრისთვის- 300 ლარს. მათივე ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე, ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.
საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს