კახეთში მსოფლიო რბენის გამარჯვებულები გაიანე უსტიანი და ლევან ჩოხელი გახდნენ
კახეთის რეგიონში, წელს მეექვსედ გაიმართა მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება – მსოფლიო რბენა Wings for Life World Run.
საქართველოში მამაკაცებს შორის საუკეთესო შედეგი ლევან ჩოხელმა აჩვენა გახდა, რომელმაც 53.787 კილომეტრი გაირბინა, ქალებს შორის კი პირველი ადგილი გაიანე უსტიანიმ დაიკავა, რომელმაც 32.53 კილომეტრი დაფარა.
ეტლით მოსარგებლეთა შორის პირველობა თეა ბოლქვაძემ (13.5 კმ) და გიორგი ლომთაძემ (32.2 კმ) მოიპოვეს. ჯამში, 120 000-მა მონაწილემ 1 103 276 კილომეტრი დაფარა, ხოლო ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის 3.5 მილიონი ევრო შეგროვდა. საქველმოქმედო მარათონი „მსოფლიო რბენა“ ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ მეხუთედ გაიმართა. რბენის მონაწილეებმა სტარტი 15:00 საათზე აიღეს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, წელს „მსოფლის რბენაში“ მონაწილეობის მისაღებად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა. Wings for Life-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 2019 წელს მსოფლიო რბენა 72 ქვეყნის 323 ლოკაციაზე გაიმართა.
Wings for Life World Run-ი უნიკალური საქველმოქმედო რბენაა. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარული და ეტლით მოსარგებლე ადამიანები.
წელს “Wings for Life World Run” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ და კომპანია „რედ ბულის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი