წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ალაზნის წყლის დონის მომატების გამო, წნორი-ლაგოდეხის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. უწყებაში განმარტავენ, რომ წყლის დონე საავტომობილო მაგისტრალზე ერთ მეტრს აღწევს.
ადიდებულ მდინარეში ტექნიკა ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებას ჯერ ვერ ახერხებს.
,,კახეთის რეგიონში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ალაზნის მიერ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის
საავტომობილო გზის დატბორვის გამო, აღნიშნული გზის 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოებას პოლიციის და შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.