პოლიციამ დააკავა 85 წლის მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში ოთხი ადამიანი მოკლა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 85 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.
როგორც “კახეთის ხმას” შსს-ში განუცხადეს, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს.
“მამაკაცმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლესაც და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს”, – აცხადებენ შსს-ში.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის მოტივი უცნობია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი