საგარეჯოში 85 წლამდე მამაკაცმა შვილი და კიდევ სამი ადამიანი მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 85 წლამდე მამაკაცმა, შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. დაიჭრა მისი მეუღლეც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინზე იყო მიჯაჭვული.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი ირაღიდან თავდაპირველად შვილს და რძალს ესროლა, შემდეგ კი დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი