ახმეტაში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, სამი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.