ახმეტაში საცხენოსნო სეზონი1 მაისს გაიხსნება
ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხენოსნო სეზონი 1 მაისს გაიხსნება. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სეზონის გახსნის პარალელურად, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
,,1 მაისს წლის საცხენოსნო სეზონი 11:00 საათზე ღონისძიებით გაიხსნება. გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. 11:30 საათზე გაიმართება დოღი-გარბენი სხვადასხვა დისტანციებზე. 14:00-15:00 საათზე კი მოხდება წარმატებული სპორტსმენებისა და სხვადასხვა გარბენში გამარჯვებულთა დაჯილდოება”,– აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.