სოფელ შილდაში სეტყვამ ვენახები დააზიანა
ნახევარსაათიანმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ვენახები გაანადგურა. სეტყვას თან ძლიერი ქარი ერთვოდა.
ქარმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გზის სავალი ნაწილი ჩახერგილი და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.