ცქიტიშვილი – პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრა შუალედურ არჩევნებს არ უკავშირდება
პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრა შუალედურ არჩევნებს არ უკავშირდება, – განაცხადა ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სოფელ დუისში მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე.
მაია ცქიტიშვილის გარდა, პანკისში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეცვან დავითაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა იმყოფებიან. მოსახლეობასტან მინისტრების შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ბევრი შეხვედრა იმართება დახურული. თუმცა, არანაირ უხერხულობას ეს არ ქმნის. ჩვვენ ვართ ღია და მედიას აქვს წვდომა ინფორმაციაზე” – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა სოფელ დუისში ახალგაზრდებს, ქალთა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
ნიკოლოზ ესიტაშვილი