სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს თანამშრომლები მეორე დღეა გაფიცულები არიან
სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს ოფისის სოციალური მუშაკები მეორე დღეა გაფიცულები არიან.
„ვართ გაფიცულები თქვენი და ჩვენი უფლებების დასაცავად” , – ამ შინაარსის წარწერები სამხარეო სააგენტოში დილით მისული თანამშრომლების ნაწილს დახვდა.
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. მათი თქმით, გასაკეთებელი საქმე ბევრია და ყოველთვიური ანაზღაურება კი ნაკლები.
ისინი ასევე დაწესებულებაში კადრების სიმცირეზეც საუბრობენ. მათი თქმით, თანამშრომელთა მცირე რაოდენობის გამო ბენეფიციარების დროულად დახმარებას ვერ ახერხებენ.
,,ჩვენ 30 სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, რაც აღემატება ჩვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს. გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა და დაბალი ანაზღაურება. ასევე ფსიქოლოგის და იურისტის დამატება აუცილებელია. ზოგადად ძალიან ცოტა ვართ, ბევრია საქმე და ვეღარ ვაკეთებთ ხარისხიანად. ამით ვზარალდებით როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი ბენეფიციარები’’,- განუცხადა knews.ge-ს სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს თანამშრომელმა ელენე ტორიაშვილმა.