რა პროექტები განხორციელდება კახეთის 4 მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
მიმდინარე წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 171 მილიონ 194 ათას 468 ლარი გამოიყო, რომელიც რეგიონებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რა პროექტები განხორციელდება კახეთის 4 მუნიციპალიტეტში.
უწყებაში განმარტავენ, რომ თელავის მუნიციპალიტეტისთვის 5 მილიონ 26 ათას 452 ლარი გამოიყო, რომელიც ქალაქსა და სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს.
,,თელავში შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება: ქალაქ თელავში, ერისთავის ქუჩის რეაბილიტაცია ქვაფენილის მოწყობით; სოფელ წინანდალში “ნათლისმცემლის” ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვანთაში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ქუჩის მოასფლატება და სანიაღვრეების მოწყობა; ქალაქ თელავში გოგებაშვილის, ქლუხორის ქუჩის რეაბილიტაცია, მოასფალტება; სოფელ კისისხევში სასმელი წყლის მაგისტრალის და შიდა ქსელების რეაბილიტაცია; ქალაქ თელავში, ჭავჭავაძის გამზირ N2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია; ქალაქ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე N5, N7, N9 კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია; სოფელ ქვემო ხოდაშენში ცენტრალური გზის მოასფალტება და ცენტრალური მაგისტრალის ჩრდილოეთით მდებარე ქუჩის რეაბილიტაცია; სოფელ ბუშეტში “თულიანებისა” და “ნაგუცაანთ” უბანში შიდა საუბნო გზების მოასფალტება; სოფელ ფშაველში (თუშეთთან დამაკავშირებელი გზა) კულტურის სახლის ეზოში კემპინგის (ავტო, ველო და ქვეითი ტურისტებისთვის გასაჩერებელი ადგილის) მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით; სოფელ აკურაში შიდა გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყბა; სოფელ შალაურში სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია’’,-აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტს 5 მილიონ 466 ათას 322 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა სოფლებში 18-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებისთვის დაიხარჯება.
,,აღნიშნული თანხით იგეგმება სოფელ კარდენახში შიდა საუბნო გზების (“ნუშების” უბნის გაგრძელება, “ქოჩიაანთ” უბანი, “ჩახვაანთ” უბანი და ბავშვთა სახლამდე მისასვლელი გზა) რეაბილიტაცია; სოფელ ვაჩნაძიანში სტადიონის უბანში, მეგრელაანთ უბანში, მარჩელაანთ უბანში,მოსემღვდლიაანთ უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვეჯინში ამაღლების მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ ძირკოკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ქალაქ გურჯაანში ნუცუბიძის, დადიანის, კოტეხის ქუჩების მოასფალტება;სოფელ ჯიმითში სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია; სოფელ კაჭრეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ შაშიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის (ახალი ასფალტის საფარიანი გზის მოწყობის) სამუშაოები; სოფელ ვაზისუბანში სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; ქალაქ გურჯაანში იყალთოელის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები; სოფელ არაშენდის და სოფელ დარჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები’’,- განმარტავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება სიღნაღის და ყვარლის მუნიციპალიტეტებშიც. სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 429 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო ყვარელში 1 მილიონ 284 ათასი ლარი დაიხარჯება.
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა; ქალაქ სიღნაღში განხორციელდება არსებული შენობის რეაბილიტაცია საბავშვო ბიბლიოთეკის მოსაწყობად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში არსებული სპორტული მოედნის ტერიტორიაზე საჭიდაო მოედნების მოწყობა; სოფელ გავაზში გულოაანთ უბნის მოასფალტება მიმდებარე სანიაღვრე არხების მოწყობით; ქალაქ ყვარელში პირველი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის რემონტია გათვალისწინებული’’, – აცხადებენ სამინისტროში.