კახეთში მდებარე 4 დაცული ტერიტორია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დახმარებას მიიღებს
კახეთის რეგიონში მდებარე 4 დაცული ტერიტორია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დახმარებას მიიღებს, რომელიც დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გამყარებას და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მოხმარდება.
ხუთწლიან პროგრამას, რომლის სრული ბიუჯეტი 10 მილიონ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს განახორციელებენ. დახმარებას საქართველოს ტერიტორიაზე ჯამში 12 ნაკრძალი მიიღებს.
,,პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება შემდეგ 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა 2023 წლამდე გაგრძელდება”,- აცხადებენ დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ფინანსურ მდგრადობასა და გაძლიერებას.
,,ამჟამად დაცული ტერიტორიები საქართველოს მთლიანი ფართობის 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომავალი რვა წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაიზრდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით შესაძლებლობა გვეძლევა გავზარდოთ დაცული ტერიტორიების სისტემის ეფექტიანობა და მდგრადობა”,- განაცხადა იური ნოზაძემ.
პროგრამის ბიუჯეტში გაერთიანებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გრანტი (1 მილიონ 800 ათასი დოლარი), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება (4 მილიონ 800 ათასი დოლარი), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წილი (3 მილიონ 100 ათასი დოლარი) და საქართველოს ბანკის წილი (200 ათასი დოლარი).