ესტონეთის გამოცდილება საქართველოს
მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში 1.3 მილიონი მოსახლე ცხოვრობს და ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, ის ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრია. მდგრადი და ძლიერი ეკონომიკით, დემოკრატიული ინსტიტუტებით.
ამ წარმატების გზაზე სვლა ესტონეთმა საქართველოს მსგავსად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დაიწყო, თუმცა საქართველოს ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ კიდევ წინ აქვს.
მას შემდეგ, რაც ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, დახმარების ხელი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების მიმართულებით გაიწოდა. ესტონეთს „სურს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური ინიციატივა ევროკავშირის ყურადღების ცენტრში დატოვოს“ და ხელს შეუწყობს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას „აღმოსავლელი პარტნიორების ევროკავშირთან დასაახლოებლად“.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიმართულების – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თბილისში გაიმართა საქართველოსა და უკრაინის მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციაზე ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტების, მედია გარემოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინისა და ესტონეთის მედიის ჟურნალისტები და ექსპერტები, ასევე ესტონეთის ელჩი კაი კარეზონი, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორი იან რეინშოლდი, პროგრამის დირექტორი, თინა ილსენი და ასოციაცია “გენდერი მედიაკავკასია” პრეზიდენტი გალინა პეტრიაშვილი, რომელმაც უშუალო ორგანიზება გაუწია საერთაშორისო შეხვედრას.
ესტონეთისა და მისი მეზობელი ქვეყნებისათვის: ლატვიისა და ლიტვასთვის მუდმივი პრიორიტეტია აღმოსავლეთ პარტნიორობა, ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ევროკავშირის სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, ესტონეთის ერთ-ერთი ბუნებრივი პრიორიტეტია უფრო მეტი კომუნიკაცია და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში განსაზღვრავს ურთიერთობების სტრუქტურას ექვს ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა როგორც ესტონეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოსთან და უკრაინასთან მეტი კავშირები გამოიკვეთა. სწორედ ამ მხრივ, ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება არ არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა.
ევროკავშირს უკვე აქვს მიღწეული კარგი შედეგები აღმოსავლეთის პარტნიორებთან ღია თანამშრომლობით, რომელმაც მოიტანა მნიშვნელოვანი გარდატეხა ამ ქვეყნებში მცხოვრები რიგითი ადამიანებისათვის.
უდავოა, რომ ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან უვიზო რეჟიმის შემოღებამ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეიტანა.
შენგენის ზონა მოქალაქეებისთვის ეს არის ხელმისაწვდომი შესაძლებლობა.ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ცვლილებები ძალიან პოზიტიური და სწრაფი პროგრესით ვითარდება საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ეს ყველაზე პროგრესული შეთანხმებებია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის. შეთანხმებების წყალობით, ცნობილია, რომ ეს პარტნიორები პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდებიან ევროკავშირს.
ფორმულა მარტივია: პარტნიორები მიიღებენ ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოებს და ამისათვის თანდათანობით ხდება ხელმისაწვდომობა ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ამ ფორმატის ვალდებულებები, კერძოდ, ქვეყნების მხრიდან რეფორმების განხორციელება, საშუალებას მისცემს ევროკავშირთან კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობა გააგრძელოს.
აღმოსავლეთ პარტნიორებს კვლავ სჯერათ “ევროპული პროექტის” და მისი ტრანსფორმირება ძალა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ ქვეყანას სურს გახდეს ჩვენნაირი. რომ მათი რწმენა უნდა იყოს მხარდაჭერილი.
„ჩვენ გვსურს, რომ ამ ქვეყნებს ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე მმართველობა და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, ემსახურონ თავის ხალხს და არა კორუფციის ინტერესებს.“- აღნიშნა ესტონელმა მედია ექსპერტმა რასმუს კაგემ.