არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება დღეიდან აკრძალულია
დღეს, დილის 8 საათიდან, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აიკრძალა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.
28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოჯერ გაიმართება, თუმცა სამძედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გამონაკლისის სახით, 6 წელი იქნება ქვეყნის მეთაური. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2024 წელს ქვეყნის პირველ პირს მოსახლეობა პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევს. პრეზიდენტს 300 წევრიან საარჩევნო კოლეგია შეარჩევს.
კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევლენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არჩეული დეპუტატები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და პარლამენტის წევრები.
ავტორი: მაკა ხაზიური