უსუფაშვილი – არცერთ სოფელს არ ეშველება, თუ სახელმწიფო ფეხზე არ დადგა

,,არცერთ სოფელს არ ეშველება, თუ სახელმწიფო ფეხზე არ დადგა”, – განაცხადა knews.ge-ს ,,შენების მოძრაობის„ პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ კანონის უზენაესობა არ დამყარდა.
,,პენსიის, დასაქმების და სამედიცინო მომსახურებასთან ან სხვა საკითხთან დაკავშირებული პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ კანონის უზენაესობა არ დამყარდა ქვეყანაში. არცერთი პრობლემა არ მოგვარდება, თუ ქვეყანა არ გამთლიანდება და არ დასრულდება ეს სამარცხვინო ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ქვეყნის დაყოფა სხვადასხვა ბანაკებად. ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარებაზე ვიმუშავებთ”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *