ხვალ თელავში არტარეა ფისტივალი დაიხურება
ხვალ, თელავის ნადიკვრის პარკში გაიმართება არტარეა ფესტივალის დასკვნით კონცერტი, რომლიც მოიცავს ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქციას.
ღონისძიება ტარდება პროექტის “სხვა კუთხით” ფარგლებში თელავის მერიის მხარდაჭერით.
“კონცერტში მონაწილეობენ: ბენ უილერი, ვაჟა მარი, TeTe Noise, მუსიკალური ანსამბლები თელავი და პანკისი. ხალხური სიმღერები შესრულდება სპეციალური თანმიმდევრობით, თითოეულ სიმღერას მოსდევს ექსპერიმენტული კომპოზიციები, რომელიც თავის მხრივ ტრადიციული სიმღერების ელემენტებით იქმება გაჯერებული”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის მერიის კულტურის სამსახურში.
პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი ბანკი. ღონისძიების მედია პარტნიორები არიან “marketer.ge”, “ინდიგო”, “At.ge”, რადიო “ქალაქი” და რადიო “კუბრიკი”.
მოამზადა ნათია დათუკიშვილმა.