ახალი ამბები

თელავში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

22 და 23 სექტემბერს თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში ჩატარდება ძაღლების საერთაშორისო გამოფენა CAC-CACIB FCI “Georgian Winner 2018” და “Rtveli 2018”.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. როგორც knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ჯიშის ძაღლი, რომლებსაც შეაფასებენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი