ახალი ამბები

სიღნაღში ევროპის სპორტული კვირეული გაიმართება

23 სექტემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტი ევროპის სპორტულ კვირეულს შეუერთდება.

როგორც Knews.ge-ს სიღნაღის მერიაში განუცხადეს, კვირეულის ფარგლებში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება, სპორტის რამოდენიმე სახეობებში, კერძოდ, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში შეჯიბრებები ჩატარდება, რომლებშიც სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება საქართველოს კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრის კოორდიირებითა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით ტარდება.
ევროპის სპორტის კვირეული ყოველ წელს, სექტემბრის თვეში, მთელი ევროპის მასშტაბით იმართება და მიზნად ისახავს სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპულ, ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.