ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ხანძრის შედეგად 20 ჰექტარზე სახნავ-სათესი ნაკვეთები დაიწვა

არსებული ინფორმაციით, კომბაინის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ხანძრის კერა სახნავ-სათეს ნაკვეთებზე გავრცელდა. როგორც knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი.
“ხანძრის შედეგად დაახლოებით 20 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი. დამწვარია ძირითადად მიწის ის ნაკვეთები, სადაც მარცვლეული კულტურის მოსავალი უკვე აღებულია. ხანძრის შედეგად ასევე დაიწვა დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ფართობის ნაკვეთიც, სადაც მოსავალი ასაღები დარჩა. სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და შპს ,,მექანიზატორის“ ბრიგადების ოპერატიული მუშაობის შედეგად ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა”, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.