თელავის საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების დამონტაჟება ხვალ დასრულდება
როგორც knews.ge-ს საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნუნუ ასათაშვილმა განუცხადა, გამაგრილებელი სისტემის დამონტაჟების პროცესი ხვალ დასრულდება. აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს თელავის მე-8 საჯარო სკოლაში აბარებენ.
“პირველ და მეორე სართულზე განთავსებულ საგამოცდო სექტორებში კონდიციონერები უკვე დაამონტაჟეს. ხვალ დასრულდება ეს პროცესი. გამოცდები ოთხ სართულზე ტარდება. ჯამში 30 სექტორი მოქმედებს”, – განაცხადა ნუნუ ასათაშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდების განრიგი: 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 5 ივლისს, 8 საათზე. 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით.