ახაშენში შუა საუკუნეების დროინდელი კერამიკის გამოსაწველი ქურა აღმოაჩინეს
ინფორმაციას ტელეკომპანია ,,გურჯაანი” ავრცელებს. გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის ინფორმაციით, ნაგებობა ნაშენია აგურის ნატეხებით და კამაროვანი გადახურვა აქვს. თამაზ მაროზაშვილის თქმით, ამ ადგილს კერამიკის გამოსაწვავად იყენებდნენ და სხვადასხვა ნივთებს ამზადებდნენ, რადგან ქურას ცეცხლის კვალი აქვს.
,,არსებული არქეოლოგიური ძეგლი, სავარაუდოდ, არის კერამიკის გამოსაწველი ქურა. ნაგებობის სიგანე 1 მეტრი და ნახევარია, სიგრძე – ორი მეტრი. ნაგებობა ,,თავწყაროს“ ხევის ნაპირზეა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წყალი ობიექტს, სავარაუდოდ, ამ ხევიდან მიეწოდებოდა, როდესაც თიხის კერამიკული ნივთები მზადდებოდა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ობიექტია’’, – განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.
როგორც knews.ge-ს სოფელ ახაშნის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, ქურა ბავშვებმა იპოვეს, რომლებიც ტყეში სოკოს მოსაკრეფად იყვნენ.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ამ ადგილზე ძლიერი წვიმების დროს მიწის ნაწილი ჩამოიშალა და ქურა, სავარაუდოდ, მას შემდეგ გამოჩნდა.