თელავში ავარიის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
როგორც knews.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, “ოპელის” და “ტოიოტას” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. „ოპელის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი ორი მგზარი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.