ახალი ამბები

თელავში რეგიონული დასაქმების ფესტივალი გაიმართება

თელავში, 7 ივლისს,16:00 სთ-ზე, “თელავი ჯობს/Telove Jobs” მუნიციპალიტეტის მერიასა და Credo Bank / კრედო ბანკი-თან პარტნიორობით ჩატარდება. 
თელავის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.
,,ნადიკვრის პარკში, ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილნი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/ სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. სტუმრები მოისმენენ წამატებული ადამიანების შესახებ მაგალითებს კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება start up factory-ის წარმომადგენელი. ის ისაუბრებს სტარტაპების შექმნისა და განვითარების პროცესებზე. დასაქმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება გაგრძელდება 20:00სთ-მდე და დასრულდება ბენდის ,,მუსიკის ქალაქი” კონცერტით. ღონისძიებაში მონაწილეობა დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ყველა, რომელიც გადაწყვეტს ფესტივალზე დასწრებას, თან უნდა იქონიოს რამდენიმე რეზიუმე, რომელსაც დამსაქმებელს წარუდგენს”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის მერიაში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით. პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: ჟურნალი “Entrepreneur Georgia”, რადიო “იმედი” და “www.hrhub.ge“.