თელავის მუზეუმში ქეთევან იაშვილის კოლექციის გამოფენა გაიხსნა
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურში განუცხადეს, დამთვალიერებელს ექნება საშუალება, იხილოს ქართველი და უცხოელი უნიკალური ტილოები.
,,ღონისძიებას ესწრებოდნენ ქეთევან იაშვილის მემკვიდრეები და მათი შვილები. ღონისძიებაზე ისაუბრეს ქეთევან იაშვილის დამსახურებასა და მისი კოლექციის მნიშვნელობაზე. წლების განმავლობაში იაშვილის გალერეა თელავისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დამთვალიერებელს კვლავ ექნება საშუალება, იხილოს უნიკალური ტილოები შესანიშნავი ქართველი და უცხოელი მხატვრების შესრულებით, როგორებიც არიან ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, გიგო გაბაშვილი, მიხაი ზიჩი, ივანე აივაზოვსკი და სხვები.”, – განაცხადეს თელავის მერიის კულტურის სამსახურში.