სოფელ მანავში სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი გაიხსნა
როგორც knews.ge-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეკრეაციული, საგანმანათლებლო შემეცნებითი, კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა.
პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მეორე წელია ახორციელებს და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს თავდაცვის, საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“.