გურჯაანში სასკოლო სპარტაკიადა დაიწყო
ღონისძიების ფარგლებში პირველი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში, რომლის გამარჯვებულიც სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
ბაკურციხის სკოლა ფინალში ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის გუნდს დაუპირისპირდა, ანგარიშით 9:1 დაამარცხა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებულ თასს დაეუფლა, ფეხბურთელებს კი მედლები და დიპლომები გადაეცათ. მეორე ადგილზე სოფელ ვაჩნაძიანის, მესამეზე კი ქალაქ გურჯაანის 1-ლი საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ. სამივე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, სასკოლო სპარტაკიადა კიდევ ხუთ სახეობაში – კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში გაიმართება.