გურჯაანის მერიამ 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, თავისუფალია ადმინისტრაციული ერთეულის 4 წარმომადგენლის, კურიერის, 1 განყოფილების უფროსის, 2 სამსახურის უფროსი სპეციალისტის და 1 უმცროსი სპეციალისტის ადგილები. უწყების ინფორმაციით, კონკურსის დასრულებამდე 2 დღეზე მეტი რჩება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
,,კონკურსის ძირითადი მოთხოვნებია უმაღლესი განათლება და მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. მერიაში ვაკანტურია შემდეგ თანამდებობები: მერის წარმომადგენელი სოფელ ზემო კაჭრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი სოფელ ნანიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი სოფელ ჩალაუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი სოფელ ჩუმლაყის და სოფელ ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი – სოფელ ვეჯინის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში, კურიერის, ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტი მოქალაქეთა მომსახურების საკითხებში, ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინფრასტუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი – გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში’’,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მერიაში.
მერიის ცნობით, აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 650-დან 1200 ლარამდე მერყეობს. განაცხადების მიღების ვადა 16 მაისს დასრულდება. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას გულისხმობს.