გურჯაანელმა 7 წლის მოჭადრაკეებმა საქართველოს ჩემპიონატში წარმატებას მიაღწიეს
გურჯაანის ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჩემპიონატზე 7 წლის დათა ყალაბეგაშვილმა 7 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა მოიპოვა და 1-ლი ადგილი დაიკავა. გია ქიტესაშვილის განცხადებით, ტურნირზე წარმატებით იასპარეზა 7 წლის დავით ჯაჯანაშვილმაც, რომელმაც 5 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე გავიდა. საქართველოს პირველობა 7 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის შვეიცარული სისტემით ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 50 სპორტსმენი მონაწილეობდა.
“ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს. 6 მარაჯვება და 1 ყაიმი ძალიან კარგი შედეგია. შესაბამისად პირველი და მეორე ადგილი გაიყო დათა ყალაბეგაშვილმა სამტრედიელ თანატოლთან. მეორე მოჭადრაკემ, დათო ჯაჯანაშვილმაც კარგად ითამაშა. მან 7 შესაძლებლობიდან 5 ქულა აიღო და მე-4-მე-7 ადგილები გაიყო ამდენივე ქულიან მონაწილეებთან ერთად. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ეს მოჭადრაკეები უკეთეს შედეგს აჩვენებენ”, – განაცხადა გია ქიტესაშვილმა.
მისივე თქმით, წარმატებული გურჯაანელი მოჭადრაკეები მიიწვიეს საქართველოს პირველობაზე, რომელიც 8 წლის ასაკის ბავშვთა შორის ჩატარდება.