სეტყვამ გურჯაანში სადაკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები გაანადგურა
როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, სტიქიის ზონაში კომისია ზარალს ითვლის და ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის” ცნობით, უამინდობამ პრობლემები შექმნა ცენტრალურ გზაზეც. უხვმა ნალექმა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალი დატბორა, რის გამოც, მეორე დღეა, აღნიშნული მონაკვეთი ქვა- ღორღისგან იწმინდება.