პარლამენტი ჰესების შესახებ კანონს წლის ბოლომდე მიიღებს
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვაში ინვესტორები ჩაერთვებიან.
„ჰესების მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორებს წლის ბოლომდე ეცოდინებათ ის საკანონმდებლო მოდელი, რომელსაც უნდა მიყვნენ. არამარტო ეცოდინებათ, არამედ ჩართულები იქნებიან ამის განხილვაში და ჩვენ გვინდა მაქსიმალურად განვიხილოთ არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ხელი შევუწყოთ განახლებად ენერგიებს და ინვესტიციებს. ამ კანონში გათვალსიწინებული იქნება ის მექანიზმები, რომლის დახმარებითაც სახელმწიფო ხელს შეუწყობს ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში, ისე რომ არ დაზარალდეს ბაზარი. ჩვენ ველოსიპედს არ ვიგონებთ, ეს არის აპრობირებული მეთოდი ევროპაში”,- განაცხადა “საქმის კურსის” ეთერში გიორგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის ერთ-ერთ მიამრთულებად სუბსიდირებაც განიხილება.