თუშეთის გზის დამეწყრილ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
როგორც knews.ge-ს ახმეტის მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, შესაბამისი ტექნიკა დამეწყრილ მონაკვეთს გზის ნაშალისგან წმენდს. ნასყიდაშვილს არ აქვს ინფორმაცია, საავტომობილო გზის დეპარტამენტის სპეციალისტები როდის დაიწყებენ არსებული მდგომარეობის შესწავლას.
„დღეიდან დაიწყო დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა. შესაბამისი ტექნიკა ადგილზე მიყვანილია და ამჟამად მიმდინარეობს გზის ნაშალისგან ტერიტორიის გაწმენდა. მე არ მაქვს ინფორმაცია როდის დაიწყებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები დამეწყრის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას. ვარაუდით ვიცით, რომ 700 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოწვა, მაგრამ ამას შესწავლა სჭირდება. რაც შეეხება გზის გახსნის საკითხს, ამას შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი“, – განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე დაახლოებით 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა 7 მაისს ჩამოიშალა. როგორც Knews.ge-ს შპს „გერალის“ დირექტორმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად მდინარე ალაზნი 500 მეტრ ფართობზე დაგუბდა და გზის სავალი ნაწილი 10 მეტრ სიმაღლეზე დაიფარა.
ტარიელ წიკლაურის ინფორმაციით, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, 15 ივნისამდე ვერ გაიხსება.
ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის 56 კილომეტრზე , დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა გასულ წელსაც მოწყდა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზანი დააგუბა. ამ პრობლემის გამო თუშეთის გზა, შარშან, 12 ივნისს გაიხსნა. თუშეთში ტურისტული სეზონი 3–4 თვე გრძელდება. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გერალი“ ახორციელებს.