ახალი ამბები

საგარეჯოში ირანელი მამაკაცი გუდრონის მასაში ჩავარდა

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ირანელი მამაკაცი მშენებლობაზე მუშაობდა. 
დაშავებული, თავდაპირველად, საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ თბილისში გადაიყვანეს. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.