ახალი ამბები

“ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება”

გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

„პრემიერის დღევანდელი განცხადება, რომლებიც განიხილავს წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხს, უკვე კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება, კერძოდ, ეს არის 100-ზე მეტი განხორციელებული პროექტი და 200 000-ზე მეტი კმაყოფილი ბენეფიციარი. სახელმწიფოს გააჩნია კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელიც დროშია გაწერილი ყველა საკითხთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, მათ შორის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებშიც, ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. კერძოდ, მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ლაგოდეხის ეს კონკრეტული პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და დაიწყება მუშაობა ახალ პროექტზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტესიური კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.