TI- ადგილობრივ ხელისუფლებას სრულად მხოლოდ 11% ენდობა
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ.
“შეკითხვაზე: “რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოში ადგილობრივ ხელისუფლებას”, კვლევაში მონაწილეების პასუხები შემდეგნაირად განადაწილდა:
11% სრულად ენდობა ადგილობრივ ხელისუფლებას; 21% უფრო მეტად ენდობა, ვიდრე არ ენდობა; 31% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ კი არ ენდობა; 14% უფრო არ ენდობა ადგილობრივ ხელისუფლებას, ვიდრე ენდობა; 15% საერთოდ არ ენდობა ადგილობრივ ხელისუფლებას; 9%-მა არ იცის ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს”, – განაცხადეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლებმა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა ორგანიზაციის დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” ჩაატარა.