დედოფლისწყაროს მერს სამ სოფელში ახალი წარმომადგენლები ჰყავს
მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ისინი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას გასული კვირიდან შეუდგნენ.
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული საჯარო მოხელეების კონკურსის საფუძველზე, სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ავთანდილ ხუმარაშვილი დაინიშნა, სოფელ არხილოსკალოში იოსებ კობაიძე, ხოლო გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულს ზვიად ზვიადაური უხელმძღვანელებს”, – განუცხადეს knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.