ლაგოდეხში ანსამბლი ერისიონი კონცერტს გამართავს
“ერისიონის” კონცერტი ლაგოდეხში, რანის სტადიონზე, 30 ივნისს, გაიმართება.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი „ერისიონი“-ს გენერალურ დირექტორს ოთარ ბლუაშვილს შეხვდა. ჯონდო მდივნიშვილმა და ბლუაშვილმა კონცერტის საორგანიზაციო საკითხები განხილეს. ერისიონის წარმომადგენელმა ტექნიკურ ჯგუფთან ერთად „რანის“ სტადიონი, სადაც კონცერტი უნდა ჩატარდეს, ადგილზე დაათვალიერა”, – განუცხადეს knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი კონცერტს ლაგოდეხის გარდა, კიდევ 7 ქალაქში გამართავს.
,,ქართული საგანძური“ – ასე ჰქვია გრანდიოზულ პროგრამას, რომლითაც ,,ერისიონი’’ საქართველოს სხვადსხვა რეგიონში მცხოვრები მაყურებლის წინაშე წარდგება.
საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს პროექტ “Check in Georgia”-ს.