ახალი ამბები

19 მაისს სახალხო დღესასწაული “გარეჯობა 2018” გაიმართება

ღონისძიებები 12 საათზე დაიწყება. როგორც knews.ge-ს საგარეჯოს მერიაში განუცხადეს, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია ტრადიციული დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში და საზეიმო კონცერტი.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ პიროვნებებს „საპატიო გარეჯელის“ წოდება მიენიჭებათ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სახალხო დღესასწაულს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.