პრემიერი – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ
გიორგი კვირიკაშილის თქმით, ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივცემას.
“მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები არიან განსაკუთრებული ადამიანები, ძალიან ხანდაზმულები მეომრული შემართებით. მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი ძირითადად ეკონომიკურ ბლოკთან და მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს ვაჩვენოთ ჩვენი სახლემწიფოს განსაკუთრებული ყურადღება. ეს იქნება მათდამი მადლიერების მცირედი გამოხატულება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.