ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო სიღნაღში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

როგორც knews.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრაზე ახალგაზრდებს ინფორმაციას მიაწვდიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ. 
“თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და სთავაზობს 4-წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას მაღალი ანაზღაურებით. სამხედრო სამსახურის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებისთვის ხვალ, სიღნაღში, გაიმართება. 10.00 საათზე შეხვერა დაგეგმილია ქალაქ სიღნაღში, ცენტრალურ მოდენაზე, სიღნაღსა და სოფელ ნუკრიანში მცხოვრები 18-35 წლამდე ახალგაზრდებისთვის. 11.00 საათზე, ქალაქ წნორის სკვერში, შეხვერა ჩატარდება წნორსა და ანაგაში, ვაქირში, საქობოში, ბოდბისხევში, ტიბაანში, ჯუგაანში, მაჩხაანსა და ძველ ანაგაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. 13.00 საათზე კი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან სოფელ მაღაროში, ბოდბესა და ილიაწმინდაში მცხოვრებ ახალგაზრდებს”, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.