დედოფლისწყაროში 16 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი აუდის მარკის ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულე გოგონას, შემდეგ კი ჟუგულის მარკის გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა.
,,დაშავებულია ადგლობრივი არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც სკოლაში მიდიოდა. მაღაზია „უნივერსალთან“ შეჯახების კვალი ახლაც არის, ევაკუატორით მანქანა რომ წაიღეს, იქ ვიყავი“ – განუცხადა სააგენტო “ინტერმედიას” ერთერთმა თვითმხილველმა.
დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა შემდეგ ის თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.