ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის პრეზიდენტად გიორგი ბოკერია აირჩიეს
როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის განვითარების ჯგუფში (LAG) განუცხადეს, მმართველობითი საბჭოს წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, LAG-ის ახალ პრეზიდენტად საბჭოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი გიორგი ბოკერია აირჩიეს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი გიორგი სულამანიძე გახდა.
“ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი (LAG) ღია სამოქალაქო პლატფორმაა, რომელიც არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დემოკრატიული არასამთავრობო აპოლიტიკური გაერთიანება, სადაც გაწევრიანება შეუძლია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური მიკუთვნილებისა. გაერთიანების ყველა წევრს აქვს უფლება, ასოციაციის მმართველობი საქმიანობაში ჩაერთოს და იყოს ინფორმირებული ასოციაციის საქმიანობის შესახებ”, – განაცხადეს ლაგოდეხის განვითარების ჯგუფში.